ტატა ხვედელიანი - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა

სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მწვავეა ის მოწოდებები, რომელიც საერთაშორისო მიმართულებით მომდინარეობს.

„სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზეც რომ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, არაფერი შეეხოს, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს, მავნებლობაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას. ამით ზიანდება ჩვენი ხალხი. შესაბამისად, ის თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ დიახ, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, არის მავნებლობა, რომელსაც ქართველი ერი არ იმსახურებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენ ხალხს არ შეეხოს”, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის