რუსეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, აგრძელებს განვითარებას და ყველაზე მაღალ დონეზეა, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ქალაქ ხანგჭოუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალსაუკუნოვან ისტორიაში უმაღლეს დონეზეა და დინამიურად აგრძელებს განვითარებას ყველა სფეროში, სხვადასხვა დაბრკოლებისა და დასავლეთის უკანონო სანქციების მიუხედავად“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა გაზარდოს ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტების მიწოდება, რომლებიც პოპულარული გახდა ჩინეთის მაცხოვრებლებში.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 15%-ით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ მაღალი ხარისხის რუსული საკვები პროდუქტების მიწოდება, რომელიც ჩინეთის მაცხოვრებლებისთვის ნაცნობია“, - აღნიშნა მიშუსტინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს