ნინო წილოსანი - იმ დაშინებასაც, რომ შესაძლოა, ქართველებს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმონ, უკვე ყავლი გაუვიდა და გარკვეულწილად, თავისი ძალა დაკარგა, რადგან არჩევანი უკვე გაკეთებულია

საქართველოსთან დაკავშირებით ვერ გვექნება რეალური შეფასების მოლოდინი, რადგან რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ბიუროკრატების მხრიდან მოგვისმენია და გაგვიგია, მხოლოდ ცრუ ბრალდებები და თავდასხმებია იმ მიზნით, რომ საქართველოში როგორღაც ხელისუფლება დააზიანონ, აირიოს მდგომარეობა, მათი მარიონეტები მოვიდნენ და ის გეგმები და პოლიტიკა განახორციელონ, რომელიც გარედან რიგ დაჯგუფებებს სურთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბრიუსელის ბიუროკრატიამ დაამკვიდრა ტრენდი, რომ მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ფაქტებისგან და სისწორის მცირე ელემენტებისგანაც კი სრულად დაცლილია“.

წილოსანის შეფასებით, „დაშინებას, რომ შესაძლოა, ქართველებს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმონ, უკვე ყავლი გაუვიდა და გარკვეულწილად, თავისი ძალა დაკარგა“.

„ვფიქრობ ყველაზე კარგი განმსაზღვრელი თავად ქართველი ხალხია, რომელიც საკუთარი თვალით ხედავს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მათ შორის, იმ პროგრესს, რომელიც დიდწილად ასოცირების შეთანხმების, კანდიდატის სტატუსის თუ ჩვენ მიერ სხვადასხვა გავლილი ეტაპების შედეგად იყო დამდგარი. რა თქმა უნდა, ხედავს იმ უსამართლობას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისგან მოედინება. თუმცა როცა ვსაუბრობთ პარტნიორებზე, არ შეიძლება გაიგივდეს ის რიგი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები, ვინც ამ შეტევებს დასავლეთთან ახორციელებენ. რა თქმა უნდა, დასავლეთი თავისი ფართო გაგებით სამართლიანობასა, თანამშრომლობასა და ქვეყნების სუვერენიტეტზე დაფუძნებული სივრცეა. სწორედ ევროკავშირი იყო ჩვენთვის მიზნობრივი ოჯახი, სადაც გაერთიანება გვინდოდა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს ინდივიდუალიზმსა და სუვერენიტეტს სპეციალურ პატივს მიაგებდნენ. ამ შემთხვევაში ვხედავთ ჩვენს სუვერენიტეტზე, ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებებზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე განხორციელებულ შეტევებს და თავდასხმებს, რაც ალბათ, ხვალინდელ განცხადებაშიც საკმაოდ ნათლად გამოჩნდება. თუმცა იმ დაშინებასაც, რომ შესაძლოა ქართველებს ვიზალიბერალიზაცია გაუუქმონ, უკვე ყავლი გაუვიდა და გარკვეულწილად, თავისი ძალა დაკარგა, რადგან არჩევანი უკვე გაკეთებულია”, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია