სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით! - რას აკეთებს ბრიუსელში ელჩი, როცა ევროპული კურსი შეცვლილია? ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ქვეყნის გადარჩენისთვის?

დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური! რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის? - ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს დიპლომატიის დღეს ეხმაურება.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღეს ქართველ დიპლომატებს დაავიწყდათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია.

„1629 წლის 3 ნოემბერს ვატიკანში გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით ადრე ნამდვილი დიპლომატის მისიას ასრულებდა: იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეძებდა ევროპასთან კავშირებს და ცდილობდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამხდარიყო იმპერიული გავლენის მსხვერპლი. ამ მიზეზით, 2004 წელს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავაფუძნე ქართული დიპლომატიის დღე. დიპლომატია, როგორც ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულებისა და პროფესიული ღირსების სიმბოლო. მაგრამ დღეს, ამ თარიღზე, რთულია სიჩუმე და სიმართლის არ თქმა. დიპლომატია არ არის მორჩილება - დიპლომატია არის ქვეყნის სამსახური! სულხან-საბა ევროპის გზას იმიტომ დაადგა, რომ საქართველო არ გამქრალიყო;

დღეს კი ქართველ დიპლომატებს დავიწყებიათ თუ რატომ აქვთ ქვეყნის სახელით მსახურების პრივილეგია. რატომ, ვინ და რისთვის მიავლინა დიპლომატებად იმ ქვეყნებში? რას აკეთებს ბრიუსელში ქართველი ხალხის მიერ მივლინებული ელჩი, როცა ქვეყნის ევროპული კურსი შეცვლილია? თქვენ, ქართველო დიპლომატებო, რას აკეთებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის?

ქვეყნის ნამდვილი ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით. ის იზომება სიმართლით - მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე მძიმეა, მტკივნეულია და მოითხოვს ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადოთ, დათმოთ ის კომფორტი, რომელიც სწორედ ამ ევროპაში, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოიწყეთ, ქართველი ხალხის წყალობით, და რომელსაც დღეს თქვენი უმოქმედობით თქვენც ართმევთ ევროპულ მომავალს. დიპლომატია უნდა იყოს ღირსება, მაგრამ ის დღეს თქვენში არაა!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს