გია ვოლსკი - ქალბატონმა აზამ ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის ხელისუფლებამ დევნილებს, იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს, წლოვანება კი დამცავი მექანიზმი არ არის - აქციები შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენია

გზის გადაკეტვა არის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს ებრძვიან - არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთი და იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჰგონიათ, რომ საქართველომ მართლა შეიცვალა საგარეო კურსი, არჩევნები გააყალბა, ან აქ შავი ხვრელია, რომლის წინააღმდეგაც ეს ადამიანები იბრძვიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მიმდინარე საპროტესტო აქციები „შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენია“.

„გზის გადაკეტვა არის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს ებრძვიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთი და იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჰგონიათ, რომ საქართველომ მართლა შეიცვალა საგარეო კურსი, არჩევნები გააყალბა, ან აქ შავი ხვრელია, რომლის წინააღმდეგაც ეს ადამიანები იბრძვიან. რეალურად, ეს არის შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს აწუხებს და არანაირი საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, ვოლსკის ჰკითხეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დევნილი აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით, რაზეც მან განაცხადა, რომ „როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს“.

„მგონი, ქალბატონ აზას არც იმის საფუძველი აქვს, რომ ქუჩა გადაკეტოს, მითუმეტეს თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს და მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს…

იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა