ანიტა ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და რეალობას შეხედოს, ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს - როცა დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიაში, ოპონენტების დაპატიმრების საჭიროება არ გაქვს

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, როგორ აფასებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ დაკავებებს მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით, ასევე, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „მორალურად და პოლიტიკურად ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევის წესში, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ თქვენი ოპონენტები, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ უდანაშაულო ადამიანები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზოგადოებასთან დიალოგს დაუბრუნდეს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყველა ფორმისა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი