ირაკლი კობახიძე ჩინეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურს შანხაის ჰუნგციაო საერთაშორისო აეროპორტში შანხაის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

შანხაიში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს