საგარეო საქმეთა სამინისტრო კატარში საქართველოს ელჩად ვაკო ავალიანის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვარლამ ავალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს.

„2019-2021 წლებში ვარლამ ავალიანი ,,სტუდია მაესტრო"-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო.

2012-2014 წლებში ვარლამ ავალიანი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს.

2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად. 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს