მარია ზახაროვა - სანამ იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება

იტალია სრულიად ჩამოიშლება, სანამ მისი მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა რომის ცენტრში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას.

„მიმდინარე წლის მაისში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინისთვის იტალიის მხარდაჭერამ, მათ შორის სამხედრო დახმარებამ და ევროკავშირის მექანიზმების მეშვეობით დახმარებამ, დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს მიაღწია“. სანამ იტალიის მთავრობა მისი გადასახადის გადამხდელების ფულს უაზროდ ხარჯავს, იტალია სრულიად ჩამოიშლება: ეკონომიკიდან დაწყებული და კოშკებით დამთავრებული“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, დღეს რომში, კოლიზეუმის მიმდებარედ შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა. კოშკი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე