მაკა ბოჭორიშვილი - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ - ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან ხშირად ისმის “ტენდენციური და არაობიექტური” შეფასებები, რაც შესაძლოა ასახული იყოს ანგარიშშიც.

„ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ ნაკლებად კეთდება ობიექტური შეფასებები. ძირითადად, შეფასებები ტენდენციურია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ და ასახავს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რა პროგრესიც აქვს საქართველოს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ წლის განმავლობაში გაკეთებული კომენტარები და გადადგმული ნაბიჯები.

„ამის ვარაუდი ჩვენ უკვე შეგვიძლია, მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. თუმცა, დაველოდოთ თავად ანგარიშს და შემდგომ უკვე შევხედავთ, თუ რამდენად ობიექტურად იქნება მასში ასახული საქართველოს პროგრესი, ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა, ის განვითარება, რასაც ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში; რაც ასახულია სხვადასხვა რეიტინგებში, სხვადასხვა ციფრებში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. თუმცა, ვნახოთ, ეს როგორ იქნება ასახული ევროკავშირის ანგარიშში", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს