პიტ ჰეგსეტი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ეწვია

პიტ ჰეგსეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ეწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრს, ან გიუ-ბექს შეხვდა.

„მჯერა, რომ ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის არსებული ალიანსის სიძლიერესა და თავდაცვის ერთობლივ პოზიციას აჩვენებს“, - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალ პიტ ჰეგსეტი და ან გიუ-ბექი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ თავდაცვით მზადყოფნასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს