მედია - რუსეთის ქალაქ კსტოვოში ორ ნავთობსაწარმოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში, “ლუკოილის” ნავთობსაწყობისა და ნავთობქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარე სამრეწველო ზონაში დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, კსტოვოს მაცხოვრებლებმა აფეთქების ხმები გაიგონეს.

ტელეგრამ არხი „ასტრა“ წერს, რომ გააანალიზეს კადრები და დაასკვნეს, რომ ხანძარი სამრეწველო ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაჩნდა, სადაც ორი ნავთობსაწარმო მდებარეობს - „სიბურ-კსტოვო“ და „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“.

„სიბურ-კსტოვოს“ ნავთობქიმიური ქარხანა აწარმოებს ეთილენს, პროპილენს, ბენზოლს და ნახშირწყალბადების რიგ ფრაქციებს. ასევე, უკრაინული მედია იუწყება, რომ ის ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებსაც აწარმოებს.

რაც შეეხება „ლუკოილი-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზს“, მედიის ცნობით, ის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და მნიშვნელოვანია მოსკოვის რეგიონისთვის, რომელზეც ქვეყანაში ბენზინის მოხმარების დაახლოებით 30%-ი მოდის. ქარხანა 50-ზე მეტ პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის საავტომობილო, საავიაციო და დიზელის საწვავს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს