არჩილ გორდულაძე - დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს - ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, კანონში ცვლილება ემსახურება როგორც კორუფციასთან ბრძოლას, ისე ხარჯების შემცირებასაც.

„ვხედავთ, რომ თითიდან გამოწოვილ ტყუილებს აჟღერებენ ხოლმე. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, გვინდა თუ არა, რომ ჩვენს საჯარო დაწესებულებაში ერთი და იგივე პირი სამ ადგილას „მუშაობდეს“. მაგრამ, კი არ მუშაობდეს, უბრალოდ გაფორმებული იყოს და მხოლოდ და მხოლოდ ხელფასს იღებდეს. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს. თუ მაგალითად, კონკრეტული ადამიანი სამ სამსახურში მუშაობს, იმიტომ რომ მას არ ყოფნის შესაბამისი ხელფასი, სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები. მაგრამ, ამავდროულად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად იმაზე, რომ გვაქვს თუ არა გამონაკლისები, დიახ, გვაქვს გამონაკლისები. იმიტომ რომ არის დეფიციტური, მაგალითად აიტის თანამშრომელი ანალოგიურად არის და ძალიან ბევრია, რომლებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

შეკითხვაზე, საჯარო სკოლის მასწავლებლებზე როგორ ვრცელდება აღნიშნული ცვლილებები, არჩილ გორდულაძემ უპასუხა, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება.

„პირდაპირ, კანონშივე წერია, არავითარი გამონაკლისი ამას არ სჭირდება, არავითარი მთავრობის დადგენილებაში ჩახედვა არ სჭირდება, პირდაპირ წერია კანონში, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონის მეცამეტე მუხლში, რომ პედაგოგიურ საქმიანობაზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელებისგან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს