GCCA, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 57%-ით არის გაზრდილი

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, GCCA-ში - 1123 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3560 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% ით არის გაზრდილი. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 145 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 222 საქმეზე.

„GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 68 მოვაჭრეს - 111 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 117283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 147 საქმეზე - 132 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 % და სხვ.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 370 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 364, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 198, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 74, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 36, ხოლო სხვა დანარჩენზე - 81. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 12 %“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს