გედევან ფოფხაძე - შიმშილობის მე-8 დღეა, 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ - მხნედ ვგრძნობთ თავს და მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

მე-8 დღეა, რაც ფოფხაძე პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართავს.

როგორც გედევან ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შიმშილობის აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები აღარ იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

„მე-8 დღეა შიმშილობის, უკვე 2 ადამიანი შემოგვიერთდა. ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ, 7 აქ, პარლამენტის წინ, ხოლო ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს, მხნედ ვგრძნობთ თავს. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება. პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია და ამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, გამორიცხავს ქვეყნის სამართლებრივ, სამართლიან და ჯანსაღ განვითარებას.

ამ აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქცეს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და ამ მიზნების აქტუალიზაცია მოხდეს. მარტო შიმშილობის აქცია ამ შედეგს ვერ მოგვაპოვებინებს, რადგან მეორე მხარეს არის კორუმპირებული, არალეგიტიმურ ყაჩაღთა, ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს. თავისი ნებით ისინი ამას არ დათმობენ, უნდა გაჩნდეს საპროტესტო დინება, რომელიც იბრძოლებს, დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მათ, რომელიც შემდგომ გაერთიანდება და წალეკავს კორუმპირებულ და არალეგიტიმურ რეჟიმს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს