პოლონეთი დრონების საწინააღმდეგო საკუთარი სისტემის შექმნას გეგმავს

პოლონეთი გეგმავს, რამდენიმე თვეში დაიწყოს დრონების საწინააღმდეგო ეროვნული სისტემის შექმნა, ევროკავშირის „დრონების კედლის“ ინიციატივის განხორციელების მოლოდინის გარეშე, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარ ტომჩიკმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვეთანხმებით მთელ ევროკავშირზე ცის დაცვის გაძლიერების იდეას და მზად ვართ განვიხილოთ შესაბამისი წინადადებები ან გადაწყვეტილებები

. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნული პროექტები“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ნოემბერში სამინისტრო გამოაცხადებს ინვესტიციების განხორციელებას მტრის დრონების აღმოჩენის, ჩახშობისა და ნეიტრალიზაციის ტექნოლოგიებში, უფრო ფართო საჰაერო თავდაცვის პროგრამის ფარგლებში.

მინისტრის მოადგილემ ინვესტიციის ოდენობა არ დააკონკრეტა, მაგრამ აღნიშნა, რომ მიზანია, რომ პოლონურმა კომპანიებმა მიიღონ კონტრაქტების მინიმუმ ნახევარი.

მისი თქმით, ევროკავშირის „დრონების კედელს“ შეუძლია მომავალში „შეავსოს“ პოლონური სისტემა.

პოლონეთის მთავრობას სურს, რომ ეროვნული დრონების საწინააღმდეგო სისტემის პირველი ახალი შესაძლებლობები მისი გამოცხადებიდან სამი თვის განმავლობაში ამოქმედდეს, მთელი სისტემა კი სრულად ორი წლის განმავლობაში ამუშავდეს.

„დრონების საწინააღმდეგო იარაღი უნდა იყოს კომპლექსური. ის უნდა შედგებოდეს სხვადასხვა სენსორებისა და ეფექტორებისგან, რომლებიც ერთდროულად მოქმედებენ, თავდაპირველად ობიექტების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების, შემდეგ კი მათი ნეიტრალიზაციის გზით“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

მისი განმარტებით, დრონების საწინააღმდეგო ახალი ინიციატივები, უკვე განლაგებული შორი და საშუალო რადიუსის სისტემების გვერდით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ქსელის კიდევ ერთ ფენას შექმნის. ყველა ეს ელემენტი განკუთვნილია საჰაერო საფრთხეების ფართო სპექტრისგან, მათ შორის თვითმფრინავებისგან, ვერტმფრენებისგან, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან თავის დასაცავად.

„ის, თუ როგორ იყენებენ დღეს როგორც რუსები, ასევე უკრაინელები უპილოტო იარაღის სისტემებს, აჩვენებს, რომ ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება პრიორიტეტული უნდა იყოს საქმიანობის ყველა სფეროში: ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაში“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს