6 ნოემბერს ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიხსნება

Expogeorgia-სა და GREDA-ს ორგანიზებით მეორედ გაიმართება ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი.

ღონისძიების გენერალური სპონსორია პროკრედიტ ბანკი.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში (6-7 ნოემბერი, 10:00-18:00) გააერთიანებს სექტორის ყველა წარმომადგენელს საქართველოდან და პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმზე გაიმართება დისკუსია ხუთ ძირითად თემაზე:

  1. სტრატეგიიდან ქმედებამდე - მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში.
  2. მწვანე ტრანზიციის დაფინანსება: ინსტრუმენტები, რისკები, შემოსავალი
  3. მზის ენერგია საქართველოში - ინოვაცია, შენახვის სისტემები და ქსელში ინტეგრაცია
  4. ჰიდრო და ქარის ენერგია ენერგეტიკული მდგრადობისთვის
  5. მწვანე წყალბადი და ბიოსაწვავი - საქართველოს შესაძლებლობები ახალი საწვავის ეპოქაში

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპიკერები სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და კერძო კომპანიებიდან.

დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე.

კონფერენციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

გამოფენის მონაწილეები იქნებიან როგორც მსხვილი, ისე ახალი და მცირე ზომის კომპანიები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია მზის ენერგიაზე, თუმცა საინტერესო კომპანიები წარმოდგენილნი იქნებიან ქარის და ჰიდროს მიმართულებით.

🔹 მზის ენერგია: მზის პანელები, მზის სისტემების ალუმინის პანელები და პროფილები

🔹 გადამამუშავებელი ენერგია: ჰიდრო-, მზის და ქარის ენერგიის გენერატორები

🔹 ელექტრო სისტემები: ხელსაწყოები, ტრანსფორმატორები, დენის ტრანსფორმატორები, კოჭები და ძაბვის სენსორები

🔹 გენერატორები: დიზელის, გაზის და ბიოგაზის გენერატორები, მცირე ზომის ელექტროსადგურები

🔹 CHP სისტემები: ერთობლივი სითბოსა და ელექტროენერგიის სადგურები დეცენტრალიზებული ენერგიის წარმოებისთვის

🔹 ინფრასტრუქტურა: კაბელები, მავთულები, საკაბელო მატარებლები

🔹 სერვისები: ენერგოდამუშავების დიაგნოსტიკა, ტესტერები, ელექტრო აღჭურვილობა და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებები

არ გამოტოვოთ ენერგეტიკის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება!

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

🔗 მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს: www.energyexpo.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს