საკონსტიტუციო სასამართლომ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ პარლამენტის 88 წევრის სარჩელი გამოაქვეყნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა.

სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელია ვასილ როინიშვილი. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

ამასთან, სარჩელის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის მიზანი შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ამ პოლიტიკური პარტიის წესდებიდან ან მისი საჯარო განცხადებიდან, ისე მისი ქცევიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან.

სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

„საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ მიდგომებზე დაყრდნობით, სავსებით დასაშვებია დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, როდესაც საამისო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს. ამასთანავე, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები: − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ ,− მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“,- აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იხილეთ სარჩელი სრულად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის