ირაკლი კუპრაძე - საკონსტიტუციო სარჩელი არის „ქართული ოცნების“ სრული ბოდვა - ამ სიყალბეს და პროპაგანდას დავუპირისპირებთ სიმართლეს, რაც არის ერთადერთი გამოსავალი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სარჩელი არის „ქართული ოცნების“ სრული ბოდვა - ამ სიყალბეს და პროპაგანდას დავუპირისპირებთ სიმართლეს, რაც არის ერთადერთი გამოსავალი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ათეულობით გვერდი არის მხოლოდ სიყალბე და პროპაგანდა.

„მთელი საკონსტიტუციო სარჩელი არის „ქართული ოცნების“ სრული ბოდვა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ათეულობით გვერდი არის მხოლოდ სიყალბე და პროპაგანდა, ამ პროპაგანდის შეფუთვის პირობებშიც კი ვერ შეძლო ერთ აბზაცზე მეტი დაეწერა პოლიტიკურ გაერთიანება „ლელო - ძლიერ საქართველოზე“. სიყალბე და პროპაგანდა ვერც სამართლებრივად და ვერც პოლიტიკურად, ვერც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ვერ იმუშავებს. ამ სიყალბეს და პროპაგანდას დავუპირისპირებთ სიმართლეს, რაც არის ერთადერთი გამოსავალი ანტიქართული ოცნების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა.

სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელია ვასილ როინიშვილი. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე