ჩინეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა

ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს , - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ლი ციანმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება.

„მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისათვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ.

ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთი საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის.

ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს”, - აღნიშნა ლი ციანმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო