სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერი, რაც ევროკავშირის ანგარიშში წერია, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

ზურაბიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილები აპროტესტებენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, “იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც ევროკავშირის ანგარიშში წერია, მხოლოდ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

“ის, რაც დღეს ხდება, 2 წელია დაგეგმილია - როდესაც თავისუფლების მოედანზე ვზეიმობდით, როცა არ ამიშვეს სცენაზე, მაშინვე დაიწყო, დაწყებული იყო უკუსვლა, რომელიც დღეს აღნიშნა ევროკავშირმა. ეს არ არის უკუსვლა, ეს არის შეგნებული, განზრახ, თანამიმდევრულად გატეხა ამ გზის. გზის, რომელიც უფრო ჩქარად გაიხსნა, ვიდრე დაგეგმილი იყო. უკრაინის მოვლენები არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც აჩქარდა ევროპის გზა. ამ გზის გახლეჩა დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” თანმიმდევრულად. დღეს 2 წლის თავზე, “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად გაგვიყინეს კანდიდატის სტატუსი. უფრო სწორედ, “ქართულ ოცნებას” გაუყინეს. იმიტომ, რომ “ქართული ოცნებაა” პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. ყველაფერი, რაც ანგარიშში წერია მხოლოდ “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა. არანაირი პასუხისმგებლობა არ არის ევროკავშირის მხარეს, რომელმაც ყველაფერი სცადა. ცოტა ნამეტანი მოთმინება გამოიჩინა, უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვა ამ რეჟიმისგან იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არ შესრულდა. ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით. ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. ეს არის ხალხი, ვინც აპროტესტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. არავის აქვს უფლება ეს გზა გადაგვიკეტოს.

როდესაც ევროკავშირი ამბობს: “ჩვენი კარები ღია რჩება” - ამით რეჟიმს კი არ ესაუბრებიან, ჩვენ გვესაუბრებიან, აქ მდგომ ხალხს. გზა ღიაა. ჩვენზეა, დამოკიდებულია ხალხზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული და ეს საზოგადოება ძალიან ძლიერია. “ქართულ ოცნებას” გაუკვირდა თუ რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად შეუძლია სოლიდარობა და მხნეობა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარლამენტთან მყოფი მოშიმშილეებიც მოინახულა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში