მამუკა ხაზარაძე - ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ეჭვს არ ტოვებს - მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს ასახავს.

„ევროკავშირის კომისიის გაფართოების დღევანდელი ანგარიში ეჭვს არ ტოვებს - ის მკაფიოდ აღწერს „ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დამკვიდრებულ ავტორიტარულ სისტემას და მიზანმიმართულ ნაბიჯებს პოლიტიკური ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად.

„კომისია საქართველოს მხოლოდ სახელით მიიჩნევს კანდიდატ ქვეყნად".

ეს განცხადება ასახავს ბიძინა ივანიშვილის პრორუსული საგარეო პოლიტიკისა და ავტორიტარული საშინაო მმართველობის ტრაგიკულ შედეგს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული არჩევანის მქონე ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებასა და მისწრაფებებს.

ქართველი ხალხი გაბედულად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის.

ევროკავშირმა და ჩვენმა დემოკრატიულმა პარტნიორებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცენ ამას - დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი „ქართული ოცნების" ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესების გზით.

ჩვენი გზა ნათელია - საქართველოს მომავალი ევროპაშია, და არა რუსული სტილის ავტორიტარიზმის ჩრდილქვეშ" , - წერს „ლოლო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პლატფორმა X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს