POLITICO - ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის გერმანელი წევრის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, გერმანიის გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული დელეგაციის ხელმძღვანელის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, - ინფორმაციას POLITICO ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ დაიწყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, უნდა მოუხსნან ნუ არა ნიბლერს იმუნიტეტი ევროპის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. ამას მოჰყვება თავად ნიბლერის კომიტეტის მოსმენა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.

Politico-ს წყაროების ცნობით, ევროპის პროკურატურამ ნიბლერს ბრალი დასდო იმაში, რომ დაიქირავა ასისტენტები მძღოლებად, რათა იგი მშობლიური ქალაქიდან მიუნხენიდან ბრიუსელსა და სტრასბურგში გადაეყვანათ, ასევე კერძო და საქმიან შეხვედრებზე ეტარებინათ, რომლებიც ევროპარლამენტარის თანამდებობაზე მის მუშაობას არ უკავშირდებოდა.

ამასთან, ევროპის პროკურატურის მტკიცებით, ნიბლერმა ბრიუსელში თავის თანაშემწეებს აიძულა შეესრულებინათ პირადი საქმეები, რომლებიც არ უკავშირდებოდა მის, როგორც კანონმდებლის, საქმიანობას.

ევროპარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თანაშემწეებს მხოლოდ საპარლამენტო მოვალეობების შესრულებაში დახმარება შეუძლიათ.

„ბრალდებები უსაფუძვლოა. მსურს, რომ საქმის ფაქტები რაც შეიძლება სწრაფად და სრულად გაირკვეს. სრულად დავუჭერ მხარს ამ გამოძიებას“, - განუცხადა ნიბლერმა POLITICO -ს.

ნიბლერი გერმანიის „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ წევრია, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მოკავშირე პარტიაა. „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს