თინა ბოკუჩავა - საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, როგორც სხვა ინსტანციის სასამართლო, მაგრამ ფორმალურად მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიიღებს თუ არა პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაში მონაწილეობას, სადაც პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობასა და მის აკრძალვაზე უნდა იმსჯელონ, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნონსენსია, პარტიას გაუქმებით გემუქრებოდეს რეჟიმი და შენ ამ დროს საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. ეს აბსურდია, ნონსენსია. თუმცა მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებებზე, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში. თავისთავად ეს პროცესი წინმსწრებად განსაზღვრული პროცესია. ამ ტრაგიკომედიის ფინალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის, არამედ დემოკრატიის, თავისუფლების სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული, სამწუხაროდ, ნათელია. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, როგორც სხვა ინსტანციის სასამართლო. მაგრამ ფორმალურად მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში კიდევ ერთხელ სიმართლის დასაფიქსირებლად და ისტორიისთვის, რომ დარჩეს ეს საქართველოს უახლეს ისტორიას, ამას უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის 88 წევრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართავს. სარჩელი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და მას პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელია ვასილ როინიშვილია. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამასთან, სარჩელის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის მიზანი შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ამ პოლიტიკური პარტიის წესდებიდან ან მისი საჯარო განცხადებიდან, ისე მისი ქცევიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია