ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების 80% გაქირავებულ ბინებში ხდება

[CO-თი გამოწვეული] უბედური შემთხვევების 80% სწორედ გაქირავებულ ბინებში ხდება, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, უბედური შემთხვევების რაოდენობა ბევრად არის შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.

„თუ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობას, ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან გარკვეული ტიპის დანადგარი ჩაიხსნა, ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და ცვლილებები განახორციელეს. თუმცა, პრობლემა მაინც არსებობს. ყველაზე დიდი რისკი მაინც არის გაქირავებულ ბინებში. სამწუხაროდ, ხშირად, გაქირავებულ ბინაში კუსტარულად არის მოწყობილი ქსელი, ან ისეთი დანადგარი, რომელი სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველაზე ხშირი შემთხვევა გაქირავებულ ბინებზე მოდის. კომპანიამ გვაჩვენა ციფრი და დარღვევების აღმოჩენის 80% მოდის ასეთი ბინებზე.

ერთი შეხედვით, წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა შეცვლილია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ შემცირებულია. დარღვევებში ვგულისხმობ, როდესაც მომხმარებელთან კომპანიამ აღმოაჩინა არასწორად დამონტაჟებული დანადგარი, ან ქსელურობასთან დაკავშირებული დარღვევები. ცალკეულ შემთხვევაში დანადგარი ჩაიხსნა, ცალკეულ შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუწყვიტა მიწოდება“,- აღნიშნავს ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის