კასპის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართავს და კასპი-ოკამის მონაკვეთზე ახალი გზის აშენებას ითხოვს

კასპის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მიმართავს. როგორც ერთ-ერთმა მკვიდრმა, გელა გურასპაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აუცილებელია, თბილისი-გორის ავტობანის კასპი-ოკამის მონაკვეთზე გზის მესამე ზოლი აშენდეს, რადგან მისივე თქმით, აღნიშნულ გზაზე „სიტუაცია კატასტროფულია“.

გურასპაშვილის ინფორმაციით, მათ ამ მოთხოვნით კასპის მერიასაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მისივე განცხადებით, გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ახალი გზის აშენებას ითხოვს.

„მივმართავთ ინფრასტრუქტურის მინისტრს - ბატონო რევაზ, თქვენი მხრიდან გაცხადდა თბილისი-გორის ავტობანისთვის მესამე ზოლის დამატების ნება. თბილისი-ნატახტარი მონაკვეთის ეს უდავო აუცილებლობაა. ვფიქრობთ, ნატახტრიდან გორამდე ამ ეტაპზე საკმარისია ნატახტარი- ოკამის მონაკვეთის 23 კმ-ის „გასამზოლიანება" (დასათვლელია ინტენსივობის არსებულ დონეზე იგოეთი-გორის ავტობანის თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა), რადგან ავტობანი მნიშვნელოვნად სწორედ კასპიდან იტვირთება. სასიცოცხლოდ აუცილებელია 3,3 კმ-ის კასპი-ოკამის მონაკვეთზე ახალი გზის აშენება, რადგან კასპი-იგოეთის რესპუბლიკური მნიშვნელობის გზაზე სიტუაცია კატასტროფულია, რის თაობაზეც მრავალჯერ მივმართეთ გზების დეპარტამენტს და კასპის მერიას, საიდანაც პასუხს დღემდე ველოდებით. კასპის მოსახლეობაში ამ ახალი გზის აშენების თაობაზე დიდი მოლოდინი არის“, - აცხადებს გელა გურასპაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს