საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA აგრძელებს პარტნიორების მოძიებასა და სწრაფვას სტრატეგიული მიზნისკენ – საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მონაწილეობა მიიღო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაში – CPHI, რომელიც წელს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, Messe Frankfurt საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება სამ ათწლეულზე მეტია იმართება და წარმოადგენს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების, მონაცემთა და ტექნოლოგიების გაცვლის ყველაზე დიდ პლატფორმას. ის მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტული პროდუქციისა და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მწარმოებლებს, ასევე სხვადასხვა სერვისის მომწოდებელ და შემსყიდველ კომპანიებს აკავშირებს ერთმანეთთან და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებაში.

GM PHARMA მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი კომპანიაა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე, ტრადიციულად, წელსაც საკუთარი სტენდით წარსდგა.

გამოფენას 2 400 ექსპონენტი, 62 000 სტუმარი და 250-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი-სპიკერი სტუმრობდა, მსოფლიოს თითქმის 160-ზე მეტი ქვეყნიდან.

გამოფენის ფარგლებში, GM PHARMA-ს წარმომადგენლებმა არაერთი წარმატებული სამუშაო შეხვედრა გამართეს ამჟამინდელ თუ პოტენციურ პარტნიორებთან – განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სალიცენზიო შეთანხმებებისა და საკონტრაქტო წარმოების, ფორმულაციისა და ანალიტიკური განვითარების, ტექნოლოგიური ტრანსფერის შესაძლებლობებზე.

გამოსარჩევია შეხვედრა გერმანული კომპანია actrevo GmbH-ის წარმომადგენლებთან. 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია პარტნიორობას უწევს GM PHARMA-ს რეგულატორული პროცესების სწორად უზრუნველყოფის, ევროკავშირის ბაზარზე ბიზნესის განმტკიცებისა და ტერიტორიული ექსპანსიის მიმართულებით.

GM PHARMA-ს მთავარ ფასეულობას პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გულისხმობს კომპანიის პრეპარატებით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. GM PHARMA-ს მიზანია, მის მიერ განვითარებული მედიკამენტებით, მოახდინოს ჯანდაცვისათვის აქტუალური სხვადასხვა პათოლოგიის პრევენცია, მკურნალობა და ფარმაცევტულ ბაზრებზე არსებული თერაპიული საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.

სწორედ ამიტომ, კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) ამჟამად 18 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა თერაპიული მიმართულებით მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ასევე იგეგმება 30-ზე მეტი ახალი პრეპარატის დამატება, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს GM PHARMA-ს პორტფელსა და შესაძლებლობებს სამედიცინო გამოწვევების ეფექტური მართვისთვის.

ამჟამად, GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 14 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში