სტუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო  - „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერები და ინჟინრები - სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრები - იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო - „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ (Breakthrough Prize in Fundamental Physics) გადაეცათ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს: კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და CERN-LHC ჯგუფის წევრებს - არსენ ხვედელიძეს, იური ბაღათურიას, ირაკლი ლომიძეს, დავით ლომიძეს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს.

ქართველ მეცნიერებს პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს მოპოვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, CERN/CMS კოლაბორაციის ასოცირებული წევრი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს და აღნიშნავს, რომ მორიგი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მეცნიერების სოლიდურ წვლილს მატერიის ბუნებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლაში.

„პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“, რომელიც 24 ქართველ მეცნიერს, მათ შორის კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 8 მეცნიერ-მკვლევარსა და ინჟინერს მიენიჭა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული მეცნიერებისათვის. ჩვენი მეცნიერები და ინჟინრები მონაწილეობენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა გლობალურ კვლევაში, მათ შორის, CERN-ის უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ფუნდამენტური და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებებს და შესაძლებელს ხდის სამყაროს კიდევ უფრო ღრმად შემეცნებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა წვლილი CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, სადაც იყენებენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც გარდამტეხ გავლენას იქონიებს კაცობრიობის მომავალზე. ვულოცავ ჩვენს მეცნიერებსა და ინჟინრებს ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მოპოვებას და მადლობას ვუხდი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის,“ - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) პროგრამის CMS კოლაბორაციის აქტიური წევრია და ქართველი ფიზიკოსები ინტენსიურად მონაწილეობენ მის სამეცნიერო საქმიანობაში. ქართველი ფიზიკოსების სამეცნიერო საქმიანობა CMS ექსპერიმენტში, ძირითადად, 2 სუბდეტექტორის, მიონური სისტემის RPC (Resistive Plate Chamber) და მაღალი გრანულების კალორიმეტრის HGCAL ( High Granularity Calorimetr) ჯგუფებში მიმდინარეობს; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მათი აქტივობა HGCAL კალორიმეტრზე - ერთადერთ დეტექტორზე, რომელიც უნივერსალური კალორიმეტრია და პირველად იქმნება მსოფლიოში. ის განკუთვნილია კოლაიდერის HL-LHC (High Luminosity Large Hadron Collider) რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით CMS ექსპერიმენტისთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია