მედია - საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ შეეჯახა, დაშავებულია 10 ადამიანი

საფრანგეთში, კუნძულ ოლერონზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს განზრახ დაეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 4 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაკავებისას „ალაჰუ აკბარი“ დაიყვირა.

დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა