უკრაინის გენერალური შტაბი - პოკროვსკში ჩვენი ქვედანაყოფები ალყაში არ არიან

პოკროვსკში ჩვენი ქვედანაყოფები ალყაში არ არიან, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მოწინააღმდეგის შეკავების მიზნით, რომელიც ქალაქ პოკროვსკში შეღწევასა და ჯარების თავმოყრას ცდილობს, ღონისძიებები ტარდება. მტრის ქვეითი რაზმების წინააღმდეგ, რომლებიც გამაგრებას ცდილობენ, აქტიური წინააღმდეგობის გაწევა გრძელდება“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

ასევე, გენშტაბის ცნობით, პოკროვსკის დამცველი სამხედრო ნაწილების გაძლიერება მიმდინარეობს.

„ასევე, პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის თავდაცვითი ფლაგნების გაძლიერება და ლოგისტიკური მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „პოკროვსკსა და კუპიანსკში ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მდგომარეობა კრიტიკულია“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს