ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ - ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უნდა მოიხსნას - უნდა შეწყდეს ჟურნალისტების დაკავება, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ

ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უნდა მოიხსნას, - ამის შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში მედია თავისუფლების საფრთხის წყაროდ სახელმწიფოს ასახელებს, ხოლო საფრთხეს მეორე დონედ აფასებს, რაც მედია თავისუფლების წინააღმდეგ „სერიოზულ საფრთხეს მოიცავს“.

ასევე, პლატფორმა ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდების მოხსნის მოწოდებით გამოდის.

„ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ ყველა ბრალდება უნდა მოიხსნას. უნდა შეწყდეს ჟურნალისტების დაკავება, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ“, - აცხადებს ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს