ირაკლი კობახიძე - ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს - ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინონ და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, ნუ დაიმცირებენ თავს ტყუილებით

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს.

„ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი [მარტა] კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით - ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა.

რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრეს-სპიკერი და მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის აქციას, ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. დღესაც ვიღაცები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში და შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო