ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვავალებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ საკითხის შესახებ შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია, ეს უშიშროების საბჭოს დონეზე გააანალიზონ და ბირთვული იარაღის გამოცდების მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებები წარმოადგინონ“, - განუცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.

„თუ აშშ ან ბირთვული გამოცდის აკრძალვის ყოვლისმომცველი ხელშეკრულების სხვა მხარეები მსგავს გამოცდებს ჩაატარებენ, რუსეთიც ვალდებული იქნება, რომ შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს