ანონსი  6 ნოემბერი

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი თინა ქიტუაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „მუნის შემთხვევები: როგორია ვითარება და მიმართვიანობა კლინიკაში, რამდენად ხშირია დადასტურებული შემთხვევები, როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ანგარიშის თაობაზე პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ განცხადებას გააკეთებს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1. სადარბაზო 2. სართული 4

საკონტაქტო: 579 95 76 65

6 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

6 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

6 ნოემბერს, 15:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ცვლილებები.

მის: აკ.წერეთლის 144, ჯანდაცვის სამინისტრო, მე4 სართული

საკონტაქტო პირები: 599 044 712 ნინო ხორავა

593187771 ნათია თევდორაშვილი

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს