რუსეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-მა წვრთნები ჩაატარა, რომლის მიზანი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების სცენარის გამოცდა იყო

აშშ-მა ოქტომბერში წვრთნები ჩაატარა, რომლის მიზანი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელების სცენარის გამოცდა იყო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ვაშინგტონი სტრატეგიული თავდასხმითი ძალების წვრთნებს რეგულარულად ატარებს. ბოლო მსგავსი წვრთნები, Global Tender - 2025, მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა და მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე პრევენციული ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელების სცენარის გამოცდა იყო“, - განაცხადა ანდრეი ბელუსოვმა.

ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ ახალ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე მუშაობს.

„მიმდინარეობს მუშაობა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, Sentinel-ის შექმნაზე. მას ახალი ბირთვული ქობინი ექნება. მისი ფრენის მანძილი 13000 კილომეტრს შეადგენს“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს