მაკა ბოჭორიშვილი - იმედს გამოვთქვამ, 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გაფართოების პოლიტიკას რეალური სახე მისცეს, გახსნას კარი, საქართველოს ხელისუფლება არაფერს იტყუება - 5 წელში საქართველო იქნება კიდევ უფრო წინ, უკეთ მომზადებული

როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე კარგად მომზადებული წევრობისთვის, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ პოზიტიურად,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღესაც კი, საქართველო ყველაზე კარგად მომზადებული სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის.

"იმედს გამოვთქვამ, რომ 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გაფართოების პოლიტიკას რეალური სახე მისცეს და გახსნას კარი ახალი სახელმწიფოებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ იტყუება. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე კარგად მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირი კარს გაუხსნის ახალ სახელმწიფოებს წევრობისთვის. დღესაც კი, საქართველო ყველაზე კარგად მომზადებული სახელმწიფოა. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ პოზიტიურად, ვიფიქროთ ისე, რომ მომავალ 5 წელიწადში საქართველო იქნება კიდევ უფრო წინ, კიდევ უფრო უკეთ მომზადებული, კიდევ უფრო მეტად თანხვედრაში ევროკავშირის სტანდარტებთან და უფრო მეტად შეძლებს განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, იმ კონკურენტულ გარემოში, რაც ევროკავშირშია, დადგეს ევროკავშირის ქუდის ქვეშ",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება