საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერ-რიადში სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს, ვალიდ ალორაინანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის დაარსებაზე, რომელიც ორივე ქვეყანას საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისების შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნეს კავშირების გაფართოებაზე.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა საუდის არაბეთში ყველაზე გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის - სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ აბდულაზიზ საგერთან.

მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და კონფლიქტებზე.

კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და მისი მოგვარების გზებზე. ყურადღება გამახვილდა სირიაში, იემენში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოეწყოს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე