რეალური თუ ყალბი QLED ტელევიზორები? რატომ ინარჩუნებს უკვე 19 წელია Samsung-ი მსოფლიოში #1 პოზიციას

ბოლო წლებში ბაზარზე მრავლად გამოჩნდნენ ბრენდები, რომლებიც თავიანთ ტელევიზორებს „QLED“-ად აცხადებენ, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგი მათგანი რეალურად ამ ტექნოლოგიას საერთოდ არ იყენებს. რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე სამართლებრივ დავაშიც აღმოჩნდა - მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის ბრალდებით.

მაგრამ რას ნიშნავს ნამდვილი QLED? Samsung-მა QLED ტექნოლოგია პირველად 2017 წელს წარადგინა. Quantum Dot კრისტალები ქმნის ფერთა გამორჩეულ სიზუსტეს, მაღალ სიკაშკაშესა და დეტალურ გამოსახულებას. სწორედ ამ ინოვაციამ შეცვალა ტელევიზორების სტანდარტი და განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს რეალური ფერის ხარისხი ეკრანზე.

დღეს Samsung-ის ტელევიზორები მკაცრ ტესტირებებს გადიან და ადასტურებენ, რომ შეიცავენ QLED-ისთვის აუცილებელ მასალებს – ინდიუმსა და კადმიუმს. სწორედ ამიტომაც, 2006 წლიდან დღემდე, Samsung-ი უკვე 19 წელია მსოფლიოში N1 ტელევიზორის მწარმოებელია. Omdia-ს 2024 წლის მონაცემებით, კომპანიამ გლობალურ ბაზარზე 28.3%-იანი წილი მოიპოვა და ლიდერობას ისევ ინარჩუნებს.

Samsung მუდმივად ავითარებს ინოვაციებს – QLED-დან QD-OLED ეკრანებამდე, ახლა კი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ტელევიზორებით, რომლებიც გამოსახულებასა და ხმას რეალურ გარემოზეა მორგებული.

ნამდვილი QLED მხოლოდ Samsung-ს ეკუთვნის — ტექნოლოგიას, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ქმნის უმაღლეს ხარისხს, ფერთა სიზუსტეს და მომხმარებელთა ნდობას მთელ მსოფლიოში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის