არჩილ გორდულაძე - ალეკო ელისაშვილის განცხადებები მცდელობაა, როგორმე გაემიჯნოს ძველი და ახალი „ნაცები“ „ლელოელ“ და „გახარიელელ“ „ნაცებს“ - ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ და საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან „ნაცები“

ალეკო ელისაშვილის განცხადებები არის მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს ძველი „ნაცები" და ახალი „ნაცები" „ლელოელ" და „გახარიელელ" „ნაცებს“ - ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან „ნაცები", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ახალი არაა, რომ ელისაშვილი აცდენილია აბსოლუტურ რეალობას.

„მისი განცხადებები, მისი ხელის ჩამორთმევები, ხვევნა-კოცნა, თუ გადახვევა იმ პირებთან, რომელთაც მანამდე ლანძღავდა, არ არის უცხო. საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ ლანძღავდა იგი, მაგალითად, ხაზარაძეს, რას უწოდებდა და მერე ის მისი ჩვეულებრივი, ყურმოჭრილ მონად გადაქცეული პირი აღმოჩნდა. ამავდროულად, მისი განცხადებები არის მცდელობა, როგორმე გაემიჯნოს ძველი "ნაცები" და ახალი "ნაცები" "ლელოელ" და "გახარიელელ" "ნაცებისაგან". ეს არის მცდელობა, როგორმე გადარჩნენ და როგორმე დარჩნენ აგენტების სახით ქართულ პოლიტიკაში, როგორმე საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს, არ არიან "ნაცები". ეს განცხადებები ამ ყველაფერს მიუთითებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან "ლელოელები", "გახარიელები", ძველი და ახალი "ნაცები". ეს ის "კლასტერია", რომელიც ფინანსდებიან, რომლებიც დავალებებს გარედან იღებენ და რომლებიც იბრძვიან, მათ შორის, იმისთვის რომ ჩამოშალონ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება, ძალადობრივად დაამხონ და შეცვალონ ხელისუფლება მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეუქმნან და ამაში ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართული არიან "ლელოელი" და "გახარიელი" "ნაცებიც". ამიტომაცაა რომ ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" გაერთიანებული სამი პარტიის აკრძალვა, რათა მოხდეს როგორმე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა აგენტურისაგან გათავისუფლდეს," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ამომრჩევლის დარწმუნება და რიგი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.

მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული“.

„შეცდომებს აღიარება სჭირდება, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო - „ქართულ ოცნებას“ ახლაც მუხანათობა აქვს ჩაფიქრებული, არ აგვკრძალავენ, „ნაცმოძრაობისა“ და გვარამიას ხალხი კი ჩვენ დაგვიწყებს ლანძღვას," - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში