უკრაინამ ლატვიისგან 21 ერთეული Patria-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო

უკრაინამ ლატვიისგან Patria 6x6 ტიპის 21 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემა რიგაში, ადაზის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

„მადლობა თავდაცვის მინისტრს, ანდრის სპრუდსს, ლატვიის მთავრობას და ყველა ლატვიელს განსაკუთრებული დონის მხარდაჭერისთვის. ეს მანქანები დაუყოვნებლივ განთავსდება სპეციალური ოპერაციების ძალებში. სულ, 2025 წლისთვის, მივიღეთ დაპირებული 42 ჯავშანტრანსპორტიორი - მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისივე თქმით, ლატვიამ უკრაინას ასევე გადასცა 12 ერთეული CVR(T) ტიპის საბრძოლო სადაზვერვო მანქანა.

„ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს ლატვიელ მეგობრებს PURL ინიციატივაში 2.2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური წვლილის შეტანისთვის და თავშესაფრის კოალიციის ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა შმიგალმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს