მიხეილ სარჯველაძე - მუნის ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად განგაშის მიზეზი არ არსებობს - ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება, არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება

თითოეული გადადებული მუნის ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო - არასტანდარტული და არანორმალური არაფერი ხდება - მუნთან მიმართებით, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად განგაშის მიზეზი არ არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, მუნთან დაკავშირებით ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება.

„როგორც პაატა იმნაძემ ახსნა, რეალური მიზეზი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს. როდესაც გარკვეული ინფორმაციის გავრცელება ხდება დაავადებასა და მის შესაძლო რისკებზე, აქ ფრთხილები უნდა ვიყოთ, გარკვეული პანიკის დათესვას იწვევს.

თუ გავითვალისწინებთ, სტატისტიკურადაც კი არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ყურადღება. საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არ ხდება. თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, არ არის სასიამოვნო. მიუხედავად ამისა, არასტანდარტული და არანორმალური არაფერ ხდება

აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. დაავადების გავრცელება ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით არ ხდება. ხანგრძლივი დროით კანზე უნდა იყო შეხება. ასე ხსნიან სპეციალისტი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიკამენტი ქსელში არ არის, ესეც არის მცდარი ინფორმაცია. მუნთან მიმართებით, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად მიზეზი განგაშის არ არსებობს“- აღნიშნა სარჯველაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე