Reuters - საქართველოს პროკურატურამ 8 წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო - ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა

საქართველოს პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - მათ რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერასა და უცხოური ძალების დახმარებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სამი მთავარი ოპოზიციური ბლოკის კიდევ შვიდი წევრი.

„ამ ნაბიჯის გადადგმა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ ევროკავშირისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის განცხადებით, რვა პირს ბრალად საბოტაჟი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ინტერესების დახმარება და მთავრობის დამხობის მოწოდება ედებათ.

„კერძოდ, სამ პოლიტიკოსს ბრალად ედება „საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“ მეზობელ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაუკონკრეტებელი უცხოური მთავრობებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საქართველომ უარი განაცხადა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა