The Guardian - ჩეხეთის პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა

ჩეხეთის პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ უჭირავს მას კიბე მამაკაცისთვის, რომელიც პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნის.

„ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ რიგში!“, - განაცხადა მემარჯვენე პოპულისტური პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ ლიდერმა.

ცნობისთვის, ტომიო ოკამურა პარლამენტის სპიკერად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის“ პარტიამ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-სთან და პარტია „მოტორისტებთან“ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს