ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს

ყაზახეთმა და აშშ-მა კრიტიკული მინერალების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, - ინფორმაციას გამოცემა Kazinform-ი ავრცელებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ყაზახეთის მრეწველობის მინისტრმა, ერსაინ ნაგასპაევმა და აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა მოაწერეს.

ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებას ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც ესწრებოდა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების - უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებს შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს