ოლგა სტეფანიშინა - უკრაინა აშშ-სთან Tomahawk-ის რაკეტების შეძენაზე პოზიტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებთან დადებით მოლაპარაკებებს აწარმოებს Tomahawk-ის ტიპის რაკეტებისა და მანძილზე მოქმედ სხვა იარაღის შეძენასთან დაკავშირებით, - უკრაინული მედიის ცნობით, ელჩმა ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემა Balance of Power-ის ეთერში განაცხადა.

„დისკუსიები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვყავს მრავალი დელეგაცია, რომლებიც მუშაობენ ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების გაზრდაზე შეერთებული შტატებისგან უფრო დიდი სამხედრო შესაძლებლობების შესაძენად. ეს არ არის მხოლოდ Tomahawk-ი, არამედ სხვადასხვა ტიპის შორი და მოკლე რადიუსის რაკეტებიც და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკმაოდ პოზიტიურია“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელევული თავდასხმების შესახებ კითხვაზე ელჩმა უპასუხა: „ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდია უკრაინისთვის“.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს მეტი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მისაღებად.

ოლგა სტეფანიშინამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთზე ზეწოლაზე ნებისმიერი უარი აღიქმება, როგორც „რაღაც, რაც მათ მწვანე შუქს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს