ტაიფუნ „კალმაეგის“ ფილიპინებში, სულ მცირე, 188 ადამიანი ემსხვერპლა, ვიეტნამში კი - 5

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, - ინფორმაციას BBC-ი ორი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტორმი ღამით ვიეტნამს დაატყდა თავს, რის შედეგადაც ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები მნიშვნელოვნად დაზარალა.

ძლიერმა ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, შენობებს სახურავები გადახადა და ფანჯრები ჩაამსხვრია. ათასობით ადამიანმა თავი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებს შეაფარა. ზარალის აღმოსაფხვრელად ქვეყნის ხელისუფლებამ არმია ჩართო.

კვირის დასაწყისში იმავე შტორმმა ფილიპინების ზოგიერთი ნაწილი გაანადგურა. ამ დროისთვის დადასტურებულია 188 ადამიანის დაღუპვა, 135 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ფილიპინების მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან წყნარ ოკეანეში მოახლოებული კიდევ ერთი ტაიფუნისთვის ემზადება.

შტორმი ამ დროისთვის დასავლეთისკენ, კამბოჯისა და ლაოსისკენ მიემართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის