დონალდ ტრამპი - ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციების მოხსნა.

„ირანი კითხულობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების მოხსნა. ირანს აშშ-ის ძალიან მძიმე სანქციები აქვს დაწესებული და ეს მათთვის ძალიან ართულებს იმის გაკეთებას, რაც სურთ. მე მზად ვარ ამის მოსასმენად და ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე მზად ვიქნები ამისთვის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაერო-ში ირანის მისიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა შეუძლებელია მანამ, სანამ ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელს, ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ერევა.

ტრამპმა, თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ, ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია განაახლა, რაც მოიცავს ძალისხმევას, რომ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლლებლობა არ მიეცეს. ივნისში აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე