გოგიტა თოდრაძე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და „საქსტატის“ სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ჯინჯიხაძე, ყაზახეთის სტატისტიკის 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობენ, რომელიც 6-7 ნოემბრის პერიოდში ქალაქ ასტანაში იმართება.

„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის თემას წარმოადგენს „ეროვნული სტატისტიკის სისტემების ციფრული ტრანსფორმაცია“, რომლის ფარგლებშიც გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და მოხსენებით მიმართა მონაწილეებს.

„მოხსენებისას მან უცხოელ კოლეგებს გააცნო ქვეყნის სტატისტიკის სისტემაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. ასევე, მან ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის და სამეცნიერო წრეების ადგილობრივი წარმომადგენლები.

საქსტატი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვაზე და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივებზე, რაც საქართველოს სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციის ძირითადი მიმართულებებია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს