ირაკლი კობახიძე - 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.

„თუ საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. თუ ამ ყველა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით, თუმცა ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომელთა “პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთს და ამის გამო არავინ აკრიტიკებს“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გარშემო რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„ესენი არიან საქართველო და უკრაინა. ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის ფედერაციას და არავინ აკრიტიკებს მოლდოვას, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების გამო. მოლდოვა ამ დრომდე დსთ-ს წევრია. ჩვენ ვიცით, რომ დსთ არის მთავარი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქოლგის ქვეშ და მოლდოვა კვლავ დსთ-ს წევრია და არავინ აკრიტიკებს მათ. თუ სავაჭრო მაჩვენებლებს გადავხედავთ, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან. ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ზოგად ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას და ყველაფერს ავიღებთ, ფაქტი ნულის ტოლია, არ არსებობს. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, მოლდოველი პოლიტიკოსები, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგს ეწვივნენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გასამართად. საქართველოში ეს ასე არ არის და კიდევ ერთხელ, ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა