შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა - დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ნარატივი ვერ ცვლის რეალობას და „სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება”.

,,ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი"; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

გავიდა დრო და დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა თავად შეაჩერა, და რომ ჯამი ჭურჭელია. ნარატივი ვერ ცვლის რეალობას. სიმართლე პროპაგანდით მუდამ ვერ შეინიღბება.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - თავისუფლება, სამართლიანობა და პატიოსანი დიალოგი. უზნეო მეთოდებით ზნეობრივი მიზნების მიღწევის მცდელობა, ადრე თუ გვიან, ყველაზე ღირებულ განზრახვასაც კი აზიანებს.

ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს იმ ევროპად,

რომელიც ოდესღაც თავისუფლებისა და სამართლიანობის სინონიმად მიიჩნეოდა“, - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი